საპარლამენტო არჩევნები 2024

საპარლამენტო არჩევნები 2024. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, დათვლილია 3110 უბანი, ერთი უბნის მონაცემები კი გაუქმებულია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92 პროცენტი,

„კოალიცია ცვლილებისთვის“  – 11.03 პროცენტი,

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16 პროცენტი,

„ძლიერი საქართველო“  – 8,81 პროცენტი,

„გახარია საქართველოსათვის“ – 7.77 პროცენტი.

დღის ბოლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნები დღეს „მოამბესთან“ შეაჯამა და ეუთო/ოდირის დასკვნასაც გამოეხმაურა.