მოძრაობა „20 ივნისის“ დამფუძნებელსა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოთარ ხარჩილავამ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ის აცხადებს, რომ ერთ-ერთმა წამყვვანმა მას „სახელისუფლებო ტროლი“ უწოდა, რაც სიმართლე არ არის. ოთარ ხარჩილავამ აქციის ირგანიზატორებს 24 საათიანი ვადა მისცა ბოდიშის მოსახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქციას აღარ შეუერთდება. ხარჩილავა ასევე მიიჩნევს, რომ მომიტინგეებმა პროტესტი უნდა შეწყვიტონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ხარჩილავას სიტყვიერად დაუპირისპირდა პარლამენტის წინ მომდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სერგო გალსტიანი. ის ამბობს, რომ ხარჩილავა და მისი მომხრეები აქციაზე არასოდეს უნახავს. გალსტიანი აცხადებს, რომ ორგანიზატორები ბოდიშს არ მოიხდიან და ასევე არ იზიარებენ მოწოდებას აქციის შეწყვეტის შესახებ.