საომარი მოქმედებები უკრაინაში

82-დღიანი დაცვის შემდეგ მარიუპოლის მცველების გაყვანის ოპერაცია დაიწყო.

აზოვსტალიდან“ პირველ ეტაპზე დაჭრილი მეომრების ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გადარჩენის ოპერაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე გარნიზონის მთელი შემადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე არ დაბრუნდება. იგულისხმება რუს ტყვეებში გაცვლის პროცედურები. ამ წუთის მონაცემებით, ქარხანაში ჯერ ისევ რჩება უკრაინელი სამხედროების ნაწილი. ევაკუაციის პროცესში „წითელი ჯვარი“ და გაერო-ც არიან ჩართული. უკრაინის გენერალური შტაბი სწორედ მარიუპოლის მცველების დამსახურებად აცხადებს იმ ფაქტს, რომ ცალკეულ მიმართულებებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლა შეჩერდა. ახლა მთელი ყურადღება ჩაბარებული სამხედროების უსაფრთხოების და სიცოცხლის შენარჩუნებისკენაა მიმართული. ამ თვალსაზრისით რუსეთის დუმის მიერ „აზოვთან“ დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი რისკებს და საფრთხეებს ზრდის.