რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იგეგმება.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო ოფიციალური კიევის თხოვნის განხილვა. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე რიტორიკას არ ცვლის და უკრაინელი სამხედროების და უკრაინული გემების გათავისუფლებას არ აპირებს. მეტიც, მოსკოვს დაანონსებული სანქციები არ ადარდებს. ამ დრომდე ტყვეობაში რჩება აზოვის და შავი ზღვების სრუტეში დაკავებული და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ბრალდებული 24 უკრაინელი მეზღვაური, რომელთა ნაწილს სიმფეროპოლის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.