საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედება - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოფელ დვანის მიმდებარედ შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე უკანონო პროცესს ცოტა ხნის გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, დესტრუქციული ქმედებების ნაცვლად, ძალისხმევა რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ოკუპაციაა და ამ საკითხზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთობლივად უნდა იმუშაოს.