ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერს აღარ უხსენებია ცნობილი ექიმი, რომელიც თვენახევარია, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.
ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად 29 დეკემბერს საქართველოს ყველა რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოლიდარობის აქციები გაიმართება. პარალელურ რეჟიმში ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას განაგრძობს. ოჯახი კი ადვოკატთან ერთად ცხინვალის ე. წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი ე. წ. გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება. მუშაობს ახლადშექმნილი სპეციალური ჯგუფიც, რომლის ორგანიზებით ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექიმის მხარდამჭერი შეხვედრა მოეწყო.