საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

ხვალინდელ მოლაპარაკებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი.

უკანონოდ დაკავებული ექიმის სასწრაფოდ გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. თბილისის პარალელურად, ტრავატოლოგის გათავისუფლება დღეს ჟენევაში, გაეროს ოფისთანაც მოითხოვეს.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებზე და ადვოკატზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ტრავმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ახლობლები მედიკოსის გათავისუფლებას 13 დეკემბერს დანიშნული ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ ვარაუდობენ.