საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები

ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება 33 წლის ზაზა გახელაძე. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ფეხში დაჭრილი და გატაცებული გახელაძე, ცხინვალის საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მისი მონახულება ამ დრომდე ვერ შეძლო „წითელმა ჯვარმა“. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს,  ხვიჩა მღებრიშვილს, რომლის დაკავების მიზეზად დე ფაქტო რეჟიმი ღამურების მოპოვებას ასახელებს,  მის საქმეზე ე.წ. სასამართლო, სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.

თათია ტაბეშაძე ესაუბრა დაკავებულების ოჯახის წევრებს და ბოლო ინფორმაციას მოამბის პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის.