ოკუპირებული ახალგორის მცხოვრები 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი ხუთი დღის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მკურნალობდა. მისი ოჯახის წევრები პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, სანამ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდა.
63 წლის მამაკაცი წითელი ჯვრის ჩართულობით ოკუპირებული ახალგორიდან გორის კლინიკაში უნდა გადმოეყვანათ, თუმცა, გზაში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და ისინი ადამიანის უფლების დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.