საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე აღმოჩნდა. გატაცებულები არიან ხაშურის რაიონის სოფელ ვაყას მცხოვრებლები, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე. წინასწარი ინფორმაციით, მათი დაკავება საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ სოფელ ლოპენთან ახლოს მოხდა. როგორც ირკვევა, ორივე მათგანი ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო წასული. შემთხვევის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. გავრცელებული ცნობით, გატაცებულები ცხინვალში გადაიყვანეს.