სოფელ ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებულ ტყის მასივში, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების დემონტაჟს ქართული მხარე კიდევ ერთხელ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ რაუნდზე მოითხოვს. შეხვედრის უმოკლეს ვადებში ჩასატარებლად კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულს ოფიციალური თბილისი ე. წ. უკანონო ბორდერიზაციის კონტექსტში, საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებად განიხილავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და პოლიტიკური შეფასებები თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.