სანქციების პროექტი „მეგობარი აქტის“ სახელწოდებით

როგორ უნდა გაგრძელდეს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა – სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, გადატვირთვის რეჟიმში მყოფი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებში დამატებით კითხვის ნიშნებს „მეგობარი აქტი“ აჩენს.

კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, ორპატიული მხარდაჭერა აქვს. დოკუმენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საპასუხოდ, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს, მათი შეფასებით დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს. „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერას პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ პოლიტიკას უკავშირებს ოპოზიცია და გამოსავალს მოახლოებულ არჩევნებში ხედავს.

არამეგობრული – ასე ფასდება მიღებული აქტი მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ საქართველო მოკავშირისგან მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს.