სანდრო რაქვიაშვილის ინიციატივა

„გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ „დროებით, ვიდრე ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა არ გაუქმდება, სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს“. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რაქვიაშვილმა განაცხადა, კანონმდებლობით, ტრეფიკინგი მოიცავს ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას ძალადობით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ექსპლუატაციის მიზნით. მისი თქმით, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პოლიტიკიდან განდევნილი უნდა იყოს. პარლამენტი „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავს, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს.