სანდრო რაქვიაშვილის ბრიფინგი

პარტია „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კობა გვენეტაძე უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და ფასების სტაბილურობის დარღვევისთვის მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს. „გირჩი“ კოლეგებს მოუწოდებს, მათ ინიციატივას მხარი დაუჭირონ და საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხელმოწერის შეგროვებას პრობლემები არ შეუქმნან.