ხმაური სახალხო დამცველის ოფისში.
„ქართული მარშის“ წევრები ნინო ლომჯარიას მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა ბრეგაძეს ტერიტორია დაატოვებინეს. „ქართული მარში“ მოითხოვს, სახალხო დამცველმა შეისწავლოს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. მისი თქმით, გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა და მათ ფილმის შინაარსი დაუმალეს.