ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს და მყიდველებს გაესაუბრა.
მოსახლეობის ნაწილმა მთავარ პრობლემად სამუშაო პირობები და უმუშევრობა დაასახელა.
სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ ის აპირებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას.