სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, სანდრა რულოვსი ლალი ოგანესოვას ოჯახს ესტუმრა, რომლის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების გამო, მის ოჯახს დევნიან. ამის გამო ის სამსახურიდან გაუშვეს.

მას 2017 წელს სახლი დაეწვა, მერიამ კი დახმარებაზე უარი განუცხადა. სანდრა რულოვსის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა არ მოხდება.