ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას, გაზრდილ კრიმინალს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა ზუგდიდს სამუშაოსა და პერსპექტივის არარსებობის გამო მასობრივად ტოვებს. სანდრა რულოვსის განცხადებით, დღეს საქართველო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.