გურია დამსვენებლებს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება.
გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლისა და დასუფთავების სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 180-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა. კომპანიამ სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით ქვიშის საცრელი სამი სპეციალური მანქანა-დანადგარი და სამი ახალი ტრაქტორი შეიძინა. გრიგოლეთში სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მათ ასევე მოინახულეს ურეკის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, რომელზეც ამჟამად რებილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გადამტვირთავი სადგურის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება დაახლოებით 165 ათასი ლარია.