სამზადისი შობის დღესასწაულისთვის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. საშობაო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სადღესასწაულო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.

ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხავენ პატრიარქის ეპისტოლესაც, რომელიც ყოველ წელს შობისა და აღდგომის დღესასწაულებისთვის ქვეყნდება და ეკლესიისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.