თელავში ერეკლეობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და პავილიონების მოწყობა მიმდინარეობს. დღესასწაულის ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ჰპირდებიან. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-ისტორიული კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „მეფე ერეკლეს ეპოქა“. თელავის ისტორიული მუზეუმი კი გამოფენა „ერეკლე მეორე – საქართველოს უკანასკნელი ლომს“ უმასპინძლებს.
დღის ბოლოს იგეგმება საპატიო თელაველების დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი.