საკონკურსო სიმღერის ჩაწერასა და ვიდეო-გადაღებაზე მუშაობა დაასრულა „ევროვიზია 2020“-ის ქართველმა მონაწილემ, თორნიკე ყიფიანმა.
სიმღერის, „თეიქ მი ეზ აი ემ“ სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე გაიმართება. პარალელურად მზადდება საკონკურსო ნომერი, რომლითაც თორნიკე ყიფიანი ბექ-ვოკალისტებთან, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის სცენაზე გამოვა. სცენოგრაფიაზე სამუშაოდ პირველმა არხმა ცნობილი შვედი რეჟისორი, ემილია სენდფისტი მოიწვია. ის შვედეთის პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ორგანიზატორი, სცენოგრაფი და სამხატვრო დიზაინერია.
ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსი წელს ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 41 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.