სამუშაო ვიზიტი თურქეთში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძე ბურსას გუბერნატორს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბურსას მერთან, სავაჭრო პალატასთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.