პრემიერ-მინისტრის ვიზიტი - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

თურქეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეფასებების თემაა თბილისში – განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ირაკლი კობახიძესა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის პირისპირი შეხვედრა შედგა, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

უსაფრთხოების გამოწვევები, სტრატეგიული სავაჭრო-ენერგეტიკული პროექტები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და პარტნიორობის გაღრმავება – ეს დღის წესრიგის მთავარი თემები იყო. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გაფორმდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში