საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და “სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის” სამუშაო შეხვედრა ტარდება.
შეხვედრა ტურიზმისა და ღონისძიებების ინდუსტრიის განვითარებაში, ბრიტანული გამოცდილების გაზიარებას, კონსულტაციების გაწევასა და საქართველოსთვის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ბრიტანელი ექსპერტები, პოლ კენედი და ელისაბედ ჯანსი ესწრებიან.