სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ და მოწვეულ ექსპერტთან ერთად განეხილათ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ძალადობის შემთხვევების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და სხვა. ასევე, მათ ინფორმაცია მიიღეს 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ.