შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.