ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა. განიხილეს საპოლიციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობებისა და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა. დისკუსიას ესწრებოდნენ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები. აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის შენობებისა და ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა.