თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შეფასების, ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე წინადადებებს შეიმუშავებს. პროცესში ჩართული არ არის ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ კვლავ მოუწოდებს ოპონენტებს, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯი და სამუშაო ჯგუფებს შეუერთდნენ.