ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.
პარლამენტში უკვე თითქმის სამი საათია საარჩევნო კანონდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. განხილვის საგანია საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, წევრების კვალიფიკაციის საკითხი, მარკირება და კენჭისყრის სხვა პროცედურები, ასევე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა არჩევნების ელექტრონული სისტემებით ჩატარების შესაძლებლობას. ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნებზე ელექტრონული სისტემების გამოყენების არეალის გაფართოება შესაძლებელია, რაც შეამცირებს ხარვეზების ალბათობას და დააჩქარებს ხმების დათვლის პროცესს. საარჩევნო საკითხებზე შექმნილ ჯგუფში მსჯელობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის მიმდინარეობს. პროცესში სამართლიანი არჩევნების არ დაშვების გამო მას პროტესტს უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჯგუფის მუშაობას აკვირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობა და ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი. არსებული გეგმის მიხედვით საარჩევნო კანონდებლობაში ცვლილებების პაკეტი სექტემბრის ბოლოსთვის უნდა მომზადდეს.