სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათი სამუშაო საკმაოდ რთულია, ანაზღაურება კი შესაბამისი არ არის. მათივე ინფორმაციით, დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმებიც.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. მუშები კი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამუშაოს შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.