ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის ასამუშავებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს.
ვაშინგტონის აქტიური შუამავლობით, ისრაელმა ორ არაბულ ქვეყანასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია. ვაშინგტონში იმყოფებიან ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ორივე არაბული ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. ვაშინგტონი ინიციატივის გარშემო სხვა ქვეყნების გაერთიანებას ელოდება, თუმცა ნორმალიზაციის პროცესს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა პალესტინელ არაბებს შორის. მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში აბუ დაბის და მანამას გადაწყვეტილება ნეგატიურად ფასდება.