სამშენებლო რკინის ბადეებით, ცარცით და ზეთის საღებავებით შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. „მოამბე“ თვითნასწავლი ხელოვანის, ქეთი მელქაძის გალერეას ესტუმრა, სადაც ავტორის მუდმივი ექსპოზიციაა წარმოდგენილი. არტისტმა საკუთარი ნიჭი 50 წლის ასაკში აღმოაჩინა და დღეს მისი ნამუშევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძო კოლექციებში ინახება. რამდენიმე დღის წინ მხატვარმა უცხოელი გალერისტისგან ოფიციალური წერილიც მიიღო, დაინტერესებული პირი მზადაა მილიონ დოლარზე მეტი თანხის სანაცვლოდ, ყველა ნამუშევარი შეიძინოს. ქართველ ხელოვანს ანა მასხარაშვილი და ზაზა შუკვანი გაგაცნობთ.