სამშენებლო კომპანია “სვეტთან” ისევ პროტესტია. ბინათმენაშენეები შიმშილობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ ისინი მოატყუა და მათი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ დასრულდა.
ადვოკატის თქმით, დაზარებული დაახლოებით 4 000 ადამიანია. საქმე 6 მშენებარე ობიექტს ეხება, მათგან 5 თბილისში, ერთი კი ბათუმშია. დაზარალებულ მოქალაქეებთან ცოტა ხნის წინ ვაკის გამგებელი იმყოფებოდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს მან თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზა. დაზარალებულები კი ადგილზე კახა კალაძის მისვლას და კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ.