სამშენებლო კომპანია “სვეტთან” ბინათმენაშენეები შიმშილობენ

18:12, 23.06.2018

სამშენებლო კომპანია “სვეტთან” ისევ პროტესტია. ბინათმენაშენეები შიმშილობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ  კომპანიამ ისინი მოატყუა და მათი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ დასრულდა.

ადვოკატის თქმით, დაზარებული დაახლოებით 4 000 ადამიანია. საქმე 6 მშენებარე ობიექტს ეხება, მათგან 5 თბილისში, ერთი კი ბათუმშია. დაზარალებულ მოქალაქეებთან ცოტა ხნის წინ ვაკის გამგებელი იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს მან თბილისის მერის მოადგილესთან  შეხვედრა შესთავაზა. დაზარალებულები კი ადგილზე კახა კალაძის მისვლას და კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ.

 

მსგავსი