სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
როგორც ფინანსთა სამინიტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყება სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, ბოროტად გამოიყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები.
დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.