სამოსამართლეო კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სერტიფიკატები გადასცეს
სამოსამართლეო კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს სერტიფიკატები გადასცეს.
ჯგუფის შემადგენლობის ექვსმა მსმენელმა ექვსთვიანი, 15-მა კი 10 თვიანი სწავლება გაიარა.
პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ისე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიარეს და ასევე, დამამთავრებელი გამოცდა ჩააბარეს.