„კოვიდ-19“-ის მკურნალობის პროცესში სიახლეებია მოსალოდნელი.
რეზონანსული აღმოჩნდა ამერიკის ავტორიტეტული ორგანიზაციის, დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის გამოსვლა, რა დროსაც ენტონი ფაუჩმა თქვა, რომ „რემდესივირმა“ შესაძლოა, ახალი კორონავირუსი შეაფერხოს. ეს არის კომპანია „გილეადის“ მიერ წარმოებული პრეპარატი, რომელიც ჯერ ისევ კვლევის ეტაპზეა. წინასწარი შედეგები კი წარმატებულია და აჩვენებს, რომ პრეპარატმა შესაძლოა გამოჯანმრთელების პერიოდი შეამციროს.
სახელდება კიდევ ერთი წამალი – იაპონური წარმოების „კამოსტატი“, რომელიც „რემდესივერთან“ ერთად ასევე პერსპექტიულ პრეპარატად განიხილება. ირკვევა, რომ ქართულ მხარეს ამ წამლის მიღებაზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ „ცე“ ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას საქართველო ხუთი წელია, სწორედ ამერიკულ „გილეადთან“ ერთად აწარმოებს, „რემდესივერის“ მოწოდების კუთხითაც ჩვენს ქვეყანას მეტი შანსი აქვს.