სამოქალაქო პლატფორმა „20/20“-ის ბრალდება „ქართულ ოცნებას“.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მარნეულში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე მიუთითებენ. ლაშა ფარულავამ ფოტო და ვიდეო მასალაც წარმოადგინა. ის ცესკო-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს საჩივრითაც მიმართა, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ამ ეტაპზე არ მომხდარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით კი, საჩივარს კანონით დადგენილ ვადაში განიხილავენ და არასამთავრობო ორგანიზაციას შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ.