ცოტა ხნის წინ დაკრძალეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირები. საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათგან ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია. ერთ-ერთი სამხედრო პირის ნეშტი სამხედრო პატივით ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.