დღეს დაკრძალავენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია.