ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა ალეკო ელისაშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის განცხადებით, ის საკუთარ გუნდთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატების მხილებას აპირებს, რისთვისაც იწყებს შეხვედრებს რეგიონებში. ელისაშვილის თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წინააღმდეგობა გაგრძელდება და პროცესი უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს.