სამოქალაქო არეულობის საქმე - სუს-ის გამოძიების მასალები

ახალგაზრდების მომზადება ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი არეულობისთვის – ხელისუფლების ძალადობრვი დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ი თბილისში ჩატარებული სემინარისა და იქ განხილული საკითხების შესახებ ვიდეო მასალას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფარული აუდო-ვიდეო ჩაწერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხირციელდა. მასალის მიხედვით, ორგანიზაცია „კანვასის“ სამი წევრი იუესეიდის  ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს უხსნის, როგორ უნდა მოხდეს პიკეტირება, ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობა და რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს ძალოვანი სტრუქტურების კანონიერ მოთხოვნებს. სემინარის მონაწილე სერბეთის სამი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამი დღის წინ გამოკითხეს, თუმცა როგორც სუს-ში აცხადებენ, მათ გამოძიებას ტრენინგის შინაარსის შესახებ, სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს. ბრალდებებს რეალობის გაყალბებად აფასებს „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი და დაკითხვის ოქმების გასაჯაროვებით იმუქრება.

განცხადება გაავრცელა შტატების საელჩომაც. დიპლომატიურ უწყებაში იუესაიდის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს მცდარი უწოდეს.

სუს-ის მიერ გასაჯაროებული მასალები და პოლიტიკური შეფასებები ნახეთ თეონა ხუბულავას სიუჟეტში.