თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი წარმოებაში მიიღო. პირველი სხდომა 3 მარტს დაინიშნა.
რუსთაველები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სასამართლოს სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ მიმართეს. მოსარჩელის განცხადებით, რუსთავში წელიწადში 270 დღე ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერია. სახელწიფო კი საკმარის ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად არ დგამს. რუსთავში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საწარმოებია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს. ქალაქში არსებული საწარმოო ობიექტები არ ასრულებენ ჰაერდაცვით მოთხოვნებს, მათ უმრავლესობას არ აქვთ ფილტრები და სტანდარტების დაცვით გამართული საწარმოო პროცესი, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმავ დაადასტურა.