სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
„ქართული ოცნებიდან“ წასული დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებენ. ისინი პარტიიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებს ვრცლად განმარტავენ. მანამდე კი „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
სამი დეპუტატის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში და მმართველ გუნდში შეფასებები უკვე მოჰყვა.