ისტორიული გარღვევა ორი კორეის დაძაბულ ურთიერთობებში.
სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადაზე სეულსა და ფხენიანს შორის კონტაქტების გახშირებამ შედეგი გამოიღო. სამხედრო-პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ დაიწია, ფხენიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა დიდი ხნის მეტოქეებს შორის ნდობის სრული აღდგენა ჯერჯერობით რთულია.