რუსეთის მუქარისშემცველი განცხადებების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. რეგიონში 3 000-მდე ჯარისკაცია მობილიზებული. ერთკვირიანი გეგმიური სამხედრო სწავლების მიღმა თბილისი მოსკოვის მორიგ პროვოკაციას ხედავს და წვრთნებს საოკუპაციო რეჟიმის ძალების დემონსტრირებად აფასებს. აქცენტი კეთდება წვრთნების პერიოდზეც.
ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე სამხედრო მანევრებს წინ ნატო-დან და აშშ-დან საქართველოს მისამართით გაკეთებული მკაფიო და მხარდამჭერი განცხადებები და ნატო-ს ბოლო სამიტი უძღოდა, სადაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული პაკეტიც კი დამტკიცდა.
აფხაზეთში დაწყებული წვრთნები ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის პოლიტიკის მორიგი კრიტიკის საფუძველი ხდება.