სახელმწიფო გადატრიალებიდან 10 დღის შემდეგ მიანმარში დაკავებები გრძელდება.
სამხედრო ლიდერები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის მხარდამჭერებს აპატიმრებენ. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს სანქციებს უწესებს. სავარაუდოდ შავ სიაში სახელმწფო გადატრიალების ლიდერი, მინ აუნ ჰლაინი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები მოხვდებიან.