მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ და პალესტინელთა წინააღმდეგ დანაშაულებზე ისრაელს აკისრებენ პასუხისმგებლობას. ამის შესახებ ისლამური და არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტის კომუნიკეში ვკითხულობთ. შეხვედრას ათობით ქვეყნის, მათ შორის ირანის, თურქეთის, კატარისა და სირიის ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ განაცხადა, სამეფო გმობს და კატეგორიულად უარყოფს ბარბაროსულ ომს პალესტინელების წინააღმდეგ. პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა სამიტში, თქვა, რომ პალესტინელები „გენოციდური ომის“ წინაშე დგანან. მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაასრულოს ისრაელის „აგრესია“. ირანის პრეზიდენტმა კი შეაქო დაჯგუფება „ჰამასი“ისრაელის წინააღმდეგ ომისთვის და ისლამურ ქვეყნებს ისრაელში სურსათისა და ნავთობისექსპორტის დაბლოკვისკენ მოუწოდა.