სამი წელი თბილისში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიიდან. 2015 წლის 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ბეთანიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და მდინარე ვერეს ადიდებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი მოქალაქე ამ დრომდე უგზო-უკვლოდან დაკარგულად ითვლება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იყო მოვლენა-კატასტროფა, რა დროსაც ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი ერთდროულად განვითარდა. წყნეთი-ბეთანიის გზა, სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი ესტაკადა, ზოოპარკი – ეს სტიქიის ოთხი მთავარი ეპიცენტრი იყო. მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლი.
ასეულობით დაზარალებულს შორის 14- კომპენსაციას ამ დრომდე ელოდება.